გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
"პიკეტირების აკრძალვას კანონმდებლობა არ ითვალისწინებს" - დემონსტრანტები მსვლელობასა და პიკეტირებას გეგმავენ

25-11-2019

აქციის მონაწილეები რესპუბლიკის მოედანზე იკრიბებიან. მორიგი საპროტესტო ქცია რუსთაველის გამზირზე 7 საათზე დაიწყება.  ისინი რესპუბლიკის მოედნიდან რუსთაველის გამზირის გავლით პარლამენტის შენობამდე მსვლელობას მოაწყობენ.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრის, ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, პიკეტირება კანონიერია და დემონსტრანტები კონსტიტუციის ჩარჩოს არ გასცდებიან

"კანონმდებლობა ითვალისწინებს მხოლოდ და მხოლოდ ბლოკირების აკრძალვას, პიკეტირების აკრძალვა კანონმდებლობაში არ არის. ამიტომ, მოქალაქეებს აქვთ პიკეტირების უფლება, პარლამენტში შემსვლელ დეპუტატებს დაუფიქსირონ თავიანთი პოზიცია და მკვეთრი უარყოფითი დამოკიდებულება ამ ტყუილების მიმართ.

ჩვენ კანონისა და კონსტიტუციის ფარგლებში ვიმოქმედებთ და ნებისმიერ საპროტესტო აქციას მივმართავთ, რომ ხელისუფლება გონს მოეგოს," - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

rustavi2

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31