გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს ირაკლი ბერაია უხელმძღვანელებს

25-11-2019

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს უმრავლესობიდან გასული სოფო ქაცარავას ნაცვლად ირაკლი ბერაია უხელმძღვანელებს.
ირაკლი ბერაია 1978 წელს დაიბადა. ის სენაკის მაჟორიტარია.


ბერაიას დამთავრებული აქვს საქართველოს დიპლომატიური აკადემია, ასევე, სწავლობდა დიდ ბრიტანეთში, ვესტმინსტერის უნივერსიტეტში, სადაც დიპლომატიის მაგისტრის ხარისხი აქვს მიღებული.


ირაკლი ბერაია სხვადასხვა დროს მუშაობდა ხელმძღვანელ პოზიციებზე საქართველოს წითელი ჯვრის ორგანიზაციაში, 2012-2015 წლებში იყო შსს-ს რეფორმებისა და განვითარების დეპარტამენტის დირექტორი, ხოლო 2015-2016 წლებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი.


საქართველოს პარლამენტის წევრი არის 2016 წლიდან. არის ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი. ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930