გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სოფო კილაძე: პოლიციამ დასავლური სტანდარტების პროფესიონალიზმი გამოავლინა

26-11-2019

„ნაციონალური მოძრაობა“ სამოქალაქო აქტივიზმს იყენებს ფარად იმისთვის, რომ ხელისუფლებაში დაბრუნდეს“-ამის შესახებ დეპუტატმა სოფო კილაძემ ჟურნალისტებთან, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე დილით განვითარებული მოვლენების კომენტირებისას განაცხადა.

მისივე თქმით, რაც შეეხება ფაქტს, როდესაც პოლიციამ აქციის მონაწილეებს შეშა ჩამოართვა, ეს არის პრევენცია და პოლიციას აქვს უფლება და ვალდებულება, განახორციელოს პრევენციული ღონისძიებები მანამ, სანამ რაიმე უბედურება დატრიალდება.

„პრევენციული ღონისძიებების გატარება აუცილებელია. ჩემთვის ნამდვილად არ არის სასიამოვნო, რომ ამ აქციის ფარგლებში ვიღაც დაშავდა ან ვიღაცამ ალკოჰოლური ინტოქსიკაცია მიიღო, მაგრამ სახელმწიფო ვალდებულია მიიღოს კანონისმიერი რეაგირება და ჩვენ დავინახეთ, რომ პოლიციამ წინა შემთხვევაშიც და დღესაც ისეთი პროფესიონალიზმი გამოავლინა, რაც ევროპული ქვეყნების სტანდარტების შესაბამისია.

ნაცმოძრაობა ცდილობს წავიდეს ყველა პროვოკაციაზე, კანონი კი სახელმწიფოს მხრიდან რეაგირებას ითხოვს“-განაცხადა დეპუტატმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031