გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ვოლსკი „მთავარი არხის“ ჟურნალისტს: სანამ არ გაემიჯნებით თქვენი ხელმძღვანელის მიერ დედის გინებას და გენიტალიების ხსენებას, მანამ არ გიპასუხებთ

26-11-2019

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, გია ვოლსკის განცხადებით, მანამ, სანამ „მთავარი არხის“ ჟურნალისტები, არხის დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებებს არ გაემიჯნებიან, ის მათ კითხვებს არ უპასუხებს.

როგორც ვოლსკიმ პარლამენტში „მთავარი არხის“ ერთ-ერთ ჟურნალისტს განუცხადა, თუ ისინი ხელმძღვანელის განცხადებებს გაემიჯნებიან, მათ კითხვებს სიამოვნებით უპასუხებს.

„სანამ თქვენ არ გაემიჯნებით თქვენი ხელმძღვანელის მიერ დედის გინებას და გენიტალიების ხსენებას, მანამ პასუხს არ გაგცემთ.

მე ხალხს ვესაუბრები და რა თქმა უნდა ხალხთან კომუნიკაცია მაქვს. ხალხს ვპასუხობ, მაგრამ არა პარტიული ტელევიზიის მეშვეობით, ხოლო თუ გაემიჯნებით მე დიდი სიამოვნებით ვუპასუხებ თქვენ კითხვებს“-განუცხადა ვოლკიმ „მთავარი არხის“ ჟურნალისტს.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31