გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დედაქალაქის ნაწილს ელექტრომომარაგება შეუწყდება

27-11-2019

დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა გურამიშვილის გამზირის, სოფელი ზურგოვანის, დიღმის სასწავლო მეურნეობის (ნაკვეთები), სოფელი დიღმის, აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), ვაშლიჯვრის დასახლების, ვარკეთილის დასახლების IV მიკრორაიონის II რიგის, შანდორ პეტეფის, ლიზა ნაკაშიძე-ბოლქვაძის, ჯავახეთის, ალექსანდრე წულუკიძის, 17 შინდისელი გმირის, გოძიაშვილის, დიდგორის, პეტრიწის, პეტრე სარაჯიშვილის, კვანტალიანის, ალექსანდრე ბარამიძის და ვასილ კაკაბაძის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.


12 საათიდან 16 საათამდე ვერ მიიღებენ ელექტროენერგიას ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, სოფელი ლისის, სოფელი ქვემო ლისის, ფერმწერთა, ანდრო ბიწაძის და ავთო ვარაზის ქუჩების მაცხოვრებლები, 11 საათიდან 14 საათამდე ორხევის დასახლების და ამილახვარის ქუჩის მაცხოვრებლები, ხოლო 11 საათიდან 17 საათამდე იოსებ გრიშაშვილის, ტაბახმელას, ხონელის, ხარფუხის, იაკობ ცურტაველის და შუშინის ქუჩების მაცხოვრებლები.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930