გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ავარიით ერთი ადამიანი დაიღუპა და ერთი მძიმედ დაშავდა

27-11-2019

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ერთი მძიმედ დაშავდა.

შეშით დატვირთული ავტომობილი ავარიაში სოფელ მუჟავის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. ავტომობილის მგზავრი ადგილზე დაიღუპა, მძღოლი კი, ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

როგორც ჰოსპიტალში ამბობენ, დაშავებულს გამოკვლევები უტარდება.

დაღუპული და დაშავებული წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიას მკვიდრი არიან.

https://1tv.ge/


ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930