გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გია ვოლსკი: ნაციონალურ მოძრაობას არა არჩევნები, არამედ რევოლუცია სურს

28-11-2019

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გია ვოლსკის შეფასებით, "ნაციონალურ მოძრაობას" არჩევნები არ სურს და ხელისუფლებაში მოსვლის რევოლუციურ სცენარს ახორციელებს.

"არაფერი სისტემა ისეთი არაა, რომელიც მიუღებელია "ნაციონალური მოძრაობისთვის" და სხვა სატელიტებისთვის, აღარ დავასახელებ. რატომაც არა, გამოვიდნენ არჩევნებში და მიიღონ მონაწილეობა. მათ არჩევნები არ უნდათ, მათ უნდათ ის რევოლუციური რეჟიმი, რომელსაც სააკაშვილი 2014 წლიდან აანონსებდა,"- განაცხადა გია ვოლსკიმ.

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დარწმუნებულია, რომ "ქართული ოცნება" არჩევნებში 50%-ზე მეტ მხარდაჭერას მოიპოვებს. 

"ჩვენი გათვლა სწორედ ეს არის, რომ მნიშვნელოვნად ავცდებით 50%-იან ნიშნულს, ამაზე აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა. ვიდრე ოპოზიცია დაკავებულია დესტრუქციული მოქმედებების დაგეგმვით, ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ შესაბამისი საარჩევნო შედეგი მივიღოთ,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

rustavi2

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31