გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გუბაზ სანიკიძე: ბიძინა ივანიშვილს მიხეილ სააკაშვილის პირუტყვული შიში აქვს

29-11-2019

"ბიძინა ივანიშვილს მიხეილ სააკაშვილის პირუტყვული შიში აქვს"-ამის შესახებ, “გამარჯვებული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გუბაზ სანიკიძემ “მთავარ არხთან” საუბრისას განაცხადა, სადაც “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ბოლო ინტერვიუ შეაფასა “იმედთან”.


“ბიძინა ივანიშვილი არის ყველაფერი ერთად, შეშინებულიც არის, არაადეკვატური, ფსიქიკური გადახრები აქვს. გაუნათლებელი კაცია. მისი ინტერვიუდან გავიგეთ რომ თურმე, ჯორჯ ორეული ყოფილა შოთა რუსთაველის თანამედროვე. ბატონო ბიძინა, მინდა გირჩიოთ, საუკუნეში არ არის 10 წელი, საუკუნეში არის 100 წელი. ეს ერთი, მერე ეტანება ამ ლათინურ სიტყვებს და ვერ ამბობს სწორად. ეს იმას ადასტურებს რომ მნიშვნელოობებიც არ იცის. პირუტყვული, ცხოველური შიში აქვს მიხეილ სააკაშვილის”,-ამბობს გუბაზ სანიკიძე.

 ipress

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930