გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შავი ზღვა ევროპის ყველაზე დაბინძურებული ზღვაა - "ბიბისი"

30-11-2019

"ბიბისიმ" შავი ზღვის შესახებ მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი გადაიღო, რომელშიც ნათქვამია, რომ შავი ზღვა ევროპის „ყველაზე დაბინძურებული ზღვაა“.

„ევროპის სამხრეთ აღმოსავლეთში შავი ზღვა ნაგავსაყრელად იქცა მეზობელი ქვეყნებისთვის. 20 წლის წინ, ზღვის 40 ათასი კვადრატული კილომეტრი „მკვდარ ზონად“ მიიჩნეოდა“, - აღნიშნავენ დოკუმენტურ ფილმში ექსპერტები. 

კადრები ქალაქ ბათუმიდან იწყება, რომელზეც ზღვის სანაპიროდან 300 მეტრში ნარჩენები ჩანს. „ნაგავსაყრელის ქვეშ გადის წყლის მილები. წყალს კი ეს ნაგავი მდინარის გავლით ზღვისკენ მიაქვს , – ამბობს BBC-ის კორესპონდენტი ჯონ ფიშერი.

შავი ზღვის მონიტორინგის წარმომადგენელი იაროსლავ სლობოდნიკი, აღნიშნავს, რომ შავი ზღვის ყოველი კვადრატული მეტრის დაბინძურების ხარისხი ორჯერ მეტია ხმელთაშუა ზღვის დაბინძურების ხარისხთან შედარებით. 

საქართველოდან სიუჟეტი სწორედ უკრაინაში გადადის, რომლის დროსაც აღნიშნავენ, რომ შავი ზღვის მთავარი დამაბინძურებლები მდინარეები - დუნაი, დნესტრი და დნეპრია.

alia

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031