გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: ყველამ რეალურად დაინახა, რომ გერმანული მოდელი საქართველოს კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაშიa

30-11-2019

„ჩვენ გვაქონდა მსჯელობა გერმანულ მოდელთან დაკავშირებით. დიდი ხანი გაგრძელდა დისკუსია, ყველამ დაინახა რეალურად ამ დისკუსიის განმავლობაში, რომ გერმანული მოდელი არის ცხადად წინააღმდეგობაში საქართველოს კონსტიტუციასთან. ეს იყო აბსოლუტურად ნათელი“,-ამის შესახებ განცხადება ჟურნალისტებტან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ საარჩევნო სისტემებთან დაკავშირებულ საკითხებზე მმართველი პარტიის და საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, რაიმე ტიპის საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელება არარეალისტურია და მისი განხორციელების რესურსი არ არსებობს.

„რაც შეეხება სკონსტიტუციო ცვლილებებს, ამის თეორიულ შესაძლებლობას. ჩვენი მხრიდან აღინიშნა, რომ საკონსტიტუციო ცვლილების განხორციელების რესურსი არ არსებობს და პრინციპში ეს თქვეს ოპოზიციის გარკვეულმა წარმომადგენლებმაც,შესაბამისად, ოპოზიცია გადაერთო გარკვეულ იდეებზე, ოღონდ ეს არ იყო წინადადება, ეს იყო იდეები, რომელიც ერთანეთთანაც არ ჰქონდათ შეთანხმებული“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე განცხადებით, კონსულტაციები და კომუნიკაცია საერთაშორისო პარტნიორებთან გაგრძელდება და თუ ოპოზიცია შეძლებს ისეთი წინადადების წარმოდგენას, რომელიც იქნება თავსებადი კონსტიტუციასთან, ამ შემთხვევაში ხელისუფლება მზადაა კონკრეტული წინადადებები განიხილოს.​

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031