გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
უკრაინელ დეპუტატზე თავდასხმას მისი სამი წლის შვილი ემსხვერპლა

2-12-2019

კიევში უკრაინელ დეპუტატზე თავდასხმას მისი სამი წლის შვილი ემსხვერპლა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ვიაჩესლავ სობოლევი რენჯ როვერის მარკის ავტომობილით შვილთან ერთად გადაადგილდებოდა, რა დროსაც მანქანას შეიარაღებულმა უცნობმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს. შემთხვევის შედეგად ბავშვი სასიკვდილოდ დაიჭრა. ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანაში გარდაიცვალა.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ დრომდე მსხვერპლისა და ავტომობილის მფლობელის ვინაობას არ ასახელებს. ​სობოლევი კიევის საოლქო საბჭოს წევრი და ბიზნესმენია.

rustavi2

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930