გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ვაზისუბნის N 92-ე საჯარო სკოლაში მენინგიტის ფაქტი დაფიქსირდა

2-12-2019

თბილისში, ვაზისუბნის N 92-ე საჯარო სკოლაში მენინგიტის ფაქტი დაფიქსირდა.

სკოლის დირექტორის, მიხეილ ჩიქოვანის განცხადებით, მენინგიტი მეოთხე კლასელ მოსწავლეს დაუფიქსირდა.

მისივე თქმით, ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

“სამწუხაროდ, მენინგიტის შემთხვევა დაფიქსირდა, ეს დადასტურებული ფაქტია. მეოთხეკლასელ მოსწავლეს დაუფიქსირდა, შესაბამისად სკოლამ ყველა საჭირო ღონისძიება მიიღო, რომელიც უნდა მიგვეღო.

შევატყობინეთ შესაბამის სამსახურებს, იმ დღესვე ჩატარდა დეზინფექცია. დღევანდელი დღის ინფორმაციით, მხოლოდ და მხოლოდ ერთ შემთხვევაზეა საუბარი, საბედნიეროდ ბავშვი პალატაშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება”, – განაცხადა სკოლის დირექტორმა.

როგორც სკოლაში მომხდარ შემთხვევაზე მოსწავლეების მშობლები აცხადებენ, მათ ეშინიათ შვილების სკოლაში გაშვება, რადგან ფიქრობენ, რომ შესაძლოა მათ შვილებსაც შეექმნათ საფრთხე.

kvira

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930