გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მეხანძრეებმა თემქაზე სახლში გაჩენილი ხანძრიდან მოქალაქე გამოიყვანეს

2-12-2019

შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ 112-ში შემოსული ინფორმაციის თანახმად, თბილისში, თემქის დასახლებაში, საცხოვრებელ კორპუსში, ერთ-ერთ ბინაში დაკვამლიანება შეინიშნებოდა.

შეტყობინებაზე რეაგირება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა მოახდინა. ადგილზე მისული ჯგუფის ცნობით, ხანძარი რამდენიმე ოთახში იყო გაჩენილი. სახლში, ასევე, იმყოფებოდა ერთი მოქალაქე, რომლის უვნებლად გამოყვანა დაკვამლიანებული სახლიდან მეხანძრე-მაშველებმა დროულად მოახერხეს.

მამაკაცის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.

ამ დროისთვის ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია.

შემთხვევის ადგილზე მუშაობდა 3 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. მობილიზებული იყო ყველა შესაბამისი სამსახური.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31