გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ვახტანგ გომელაური: ვცდილობთ, წყალი გავათბოთ და აქციებზე თბილი წყალი გამოვიყენოთ

3-12-2019

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, საპროტესტო აქციებზე პოლიცია მაქსიმუმს აკეთებს, რომ ადამიანები არ დაშავდნენ.

მისივე თქმით, პოლიციისთვის მნიშვნელობა არ აქვს, რომელი მხარის წარმომადგენელი იქნება ესა თუ ის ადამინანი.

„როცა გამოვდივართ არც ხელკეტებს ვხმარობთ, არც რეზინის ტყვიებს, არც გაზს და უბრალოდ ორჯერ წყალს მივასხამთ, მაგაზეც გვლანძღავენ, რომ როგორ შეიძლება ეს სიცივეშიო. ახლა ვცდილობთ, წყალი გავათბოთ და თბილი წყალი გამოვიყენოთ.

ვმოქმედებთ არ მოსწონთ, არ ვმოქმედებთ, არ მოსწონთ.

მიუხედავად იმისა, რომელი მხარე იქნება, მაქსიმალურად ჩვენ ვცდილობთ, ადამიანი არ დაზიანდეს, არ მოხდეს შეხლა-შემოხლა და განვარიდოთ ერთმანეთს“, - განაცხადა გომელაურმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31