გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ვახტანგ გომელაური: დარწმუნებული ვარ, ექიმის დაკავების გამო თავად ცხინვალშიც უხერხულად არიან

3-12-2019

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური ფიქრობს, რომ საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ექიმი, ვაჟა გაფრინდაშვილი მალე გათავისუფლდება.

მისივე თქმით, ამ მიზნით საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს.

„ქართული მხარის მიერ ექიმის გასათავისუფლებელი ღონისძიებების პროცესში ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაა ჩართული. ეს ადამიანი არის ექიმი და არა მებრძოლი, ან ყოფილი ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენელი, რომ მისი გამოშვება შედარებით რთული იყოს. მე ვფიქრობ, ამ ამას გაათავისუფლებენ, დარწმუნებული ვარ, თვითონაც უხერხულად არიან . ექიმის დაკავება მსოფლიოში,თუნდაც ცხელი ომი იყოს, არ შეიძლება და დაუშვებელია“, - აღნიშნა მინისტრმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930