გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველოში ყოველი მეშვიდე ქალი ოჯახური ძალადობის მსხვერპლია - ჩეხეთის საელჩოს კვლევა

4-12-2019

გაეროს განვითარების პროგრამა, გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან და ჩეხეთის საელჩოსთან თანამშრომლობით ოჯახში ძალადობის შემსწრეთა რეაგირების შესახებ კვლების შედეგებს აქვეყნებს.

კვლევის თანახმად, რომლის პრეზენტაცია ჩეხეთის საელჩოში შედგა, საუბარია, რომ ოჯახური ძალადობის შემსწრეები რეაგირებისგან თავს იკავებენ. მიიჩნევენ, რომ მათ ჩარევის უფლება არ აქვთ, ან უბრალოდ არ იციან, რა სახის დახმარების გაწევა შეუძლიათ ძალადობის მსხვერპლებისთვის

კვლევის მიხედვით, საქართველოში ყოველ მეშვიდე ქალს განუცდია ოჯახური ძალადობა. საერთაშორისო პარტნიორები მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, მსხვერპლთა დახმარებისა და მოძალადეების პასუხისგებაში მიცემის მექანიზმები გააუმჯობესოს. კვლევა 400 რესპონდენტის პირად ისტორიებს ეყრდნობა. 

rustavi2

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031