გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ეროვნული ბანკი ზაფხულის XXXII ოლიმპიური თამაშების თემაზე საკოლექციო მონეტის დიზაინის შესაქმნელად კონკურსს აცხადებს

4-12-2019

2020 წელს, იაპონია ზაფხულის XXXII ოლიმპიური თამაშების მასპინძელი ქვეყანა იქნება. ოლიმპიურ თამაშებში, რომელიც ტოკიოში, ივლის-აგვისტოში გაიმართება, მონაწილეობას მიიღებენ სპორტის სხვადასხვა სახეობის წარმომადგენლები საქართველოდანაც.

ამასთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გადაწყვიტა ამ მოვლენას გამოეხმაუროს და ზაფხულის XXXII ოლიმპიური თამაშების თემაზე საკოლექციო დანიშნულების 5 ლარის ნომინალის ვერცხლის მონეტა გამოუშვას, რაც მიზნად ისახავს სპორტული ასპარეზობების ხელშეწყობასა და საქართველოს პოპულარიზაციას საერთაშორისო არენაზე.

საქართველოს ეროვნული ბანკი ზაფხულის XXXII ოლიმპიური თამაშების თემაზე საკოლექციო მონეტის დიზაინის ესკიზის შესაქმნელად ღია კონკურსს აცხადებს. კონკურსის პირობები განთავსებულია ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31