გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საფრანგეთის ალპებში რუსი ჯაშუშების ბაზა იპოვეს

5-12-2019

15 რუსი ჯაშუში საფრანგეთის ალპებს მთელ ევროპაში ოპერაციების ჩასატარებლად თავის ბაზად იყენებდა. ამის შესახებ Le Monde-ზე დაყრდნობით Deutsche Welle წერს. 

ფრანგული გაზეთის ინფორმაციით, ისინი რუსული „გრუს“ (გენერალური შტაბბის მთავარი სამმართველო) ელიტური ქვედანაყოფის თანამშრომლები არიან, რომლებიც პასუხისმგებლები არიან შეკვეთილ მკვლელობებზე, საბოტაჟის აქტებსა და ე.წ. „მკვდარ საფოსტო ყუთებზე“, რომელსაც საიდუმლო აგენტები ინფორმაციის გასაცვლელად იყენებენ.

გამოცემა ასევე წერს, რომ ერთ-ერთი ჯაშუში დიდი ალბათობით 2018 წელს დიდი ბრიტანეთში ყოფილი რუს ჯაშუშ სერგეი სკრიპალსა და მისი შვილზე თავდასხმასთან არის დაკავშირებული. დასავლური სპეცსამსახურები რუსი ჯაშუშების ამ ჯგუფის კვალზე სწორედ სკრიპალების თავდასხმის გამოძიების ფარგლებში გავიდნენ.

Le Monde-ს ცნობით, ეს რუსი ჯაშუშები მუშაობდნენ ბულგარეთში, მოლდოვაში, მონტენეგროსა და სხვა ქვეყნებში, თუმცა არა საფრანგეთში. დასავლურმა სპეცსამსახურებმა იარაღის ან სხვა სამხილის ამოღება ვერ შეძლეს.

alia

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031