გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
რას იწვევს თმის საღებავის ხშირი გამოყენება – მეცნიერების საგანგაშო დასკვნა

5-12-2019

თმის შესაღებად ქიმიური საღებავების გამოყენება მნიშვნელოვნად ზრდის მკერდის სიმსივნის რისკს. ამის მიზეზი ის მავნე ნივთიერებებია, რომლებიც ორგანიზმში თავის ქალიდან აღწევს. მეცნიერების განცხადებით, გარკევეული საღებავები კანცეროგენებს შეიცავს, რომლებიც ადამიანის ენდოკრინოლოგიურ სისტემაზე ახდენს გავლენას. ამ შემთხვევაში ყველაზე სახიფათო ე.წ. მუდმივი საღებავია, რომელიც ძირითადად იაფფასიან საღებავებში გვხვდება.

რისკის ჯგუფში ძირითადად ქალები შედიან, რადგან ისინი აქტიურად იღებავენ თმას და წელიწადში 4-ჯერ მაინც მოიხმარენ ქიმიურ საღებავებს. ექიმები აცხადებენ, რომ ეს ჯერჯერობით წინასწარი მონაცემებია, თუმცა ქალებს სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.

ექიმების რჩევით, კოსმეტიკაზე უარის თქმა აუცილებელი არაა, თუმცა, სასურველია ქიმიურ პრეპარატებზე დამზადებული პროდუქტები მოხმარებიდან ამოვიღოთ და ბუნებრივ მასალაზე დამზადებული კოსმეტიკა მოვიხმაროთ.

cyc.ge

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930