გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პირს, რომელმაც თბილისის ზღვაზე საკუთარი მეუღლე გააუპატიურა, 7 წლით პატიმრობა მიესაჯა

5-12-2019

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მეუღლის მიმართ ძალადობის და გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებული ი.ჩ. დამნაშავედ ცნო.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ ი.ჩ-მ 2019 წლის 25 თებერვალს მეუღლეს - ნ.ს-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, სახის არეში ხელი დაარტყა და ტუჩი გაუხეთქა. 2019 წლის 26 თებერვალს ღამის საათებში ი.ჩ.-მ დაზარალებული მანქანით წაიყვანა თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც გააუპატიურა.

სამართალდამცველებმა ი.ჩ. 2019 წლის 3 მარტს სასამართლოს განჩინებით საფუძველზე დააკავეს თბილისში. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-137-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის წევრის გაუპატიურება), 1261 მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ი.ჩ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031