გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გახარია: ფინანსთა სამინისტროს და მთლიანად მთავრობის ამოცანაა ქვეყანაში იყოს ძლიერი ბიზნესი

9-12-2019

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ფინანსთა სამინისტროს ანგარიშისა და დღგ-ს რეფორმის პრეზენტაციის შემდეგ მედიასთან განაცხადა, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ძირითადი გამოწვევა სამუშაო ადგილებია და ამ საკითხზე ყველა სახელმწიფო უწყება, ფინანსთა და ყველა სხვა სამინისტროები მუშაობენ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ქვეყანას აქვს პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში ზრდა და ეს ზრდა ძირითადად არის რეინვესტირების ნაწილის ხარჯზე.

მთავრობის მეთაურმა ასევე ფინანსთა სამინისტროს ანგარიში შეაფასა და ყურადღება გაამახვილა საჯარო ფინანსებსა და ფისკალური პოლიტიკის ნაწილზე.

„დღევანდელ ანგარიშში ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი გახლდათ საჯარო ფინანსების მართვა. საჯარო ფინანსების მართვა არის პრინციპულად მნიშვნელოვანი, როგორც ბიუროკრატიის ხარისხის, ასევე ჩვენთან ეკონომიკური მდგომარეობის სწრაფი განვითარებისთვის. რა თქმა უნდა, ასევე მნიშვნელოვანია ფისკალური პოლიტიკის ნაწილი, რომელზეც დღეს მინისტრმა ბევრი ისაუბრა და რა თქმა უნდა, მაკროეკონომიკური სტაბილურობის ძირითადი მდგენელებია ეს ფაქტორები.

მაჩვენებლებით ფინანსთა სამინისტროს, როგორც რისკების მართვის, ასევე ვალის მართვისა და ბევრი მიმართულებით გაუმჯობესებული აქვს თავისი მუშაობა. შესაბამისად, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს უახლოეს პერიოდში აისახება ეკონომიკაზე“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
ოსოხპშკ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930