გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ციხეებში პრივილეგირებული პატიმრები არსებობენ - სახალხო დამცველი

10-12-2019

სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ, რომელმაც დღეს ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით ანგარიში გამოაქვეყნა, პენიტენციურ სისტემაში არსებულ ხარვეზებზე ისაუბრა.

ლომჯარიამ აღნიშნა, რომ ღია ტიპის დაწესებულებებში ავტორიტეტული პატიმრები არსებობენ, რომლებიც გარკვეული პრივილეგიებით არსებობენ. 

"როგორც პატიმრებთან, ასევე პერსონალთან გასაუბრებამ, იქ მიმდინარე პროცესებზე დაკვირვებამ, ასევე, ყოფილ პატიმრებთან გასაუბრებამ დაგვანახა, რომ იქ ნამდვილად არსებობს არაფორმალური გავლენების და მმართველობის ნიშნები და პრივილეგირებული პატიმრები. მე ვერ დავარქმევ მათ კონკრეტულ სახელებს, შემიძლია ვისაუბრო, რა თქმა უნდა, მხოლოდ ასეთი ტერმინებით. იმ დაწესებულებებში, სადაც, ძირითადად ასეთი მმართველობა შეინიშნება და ის არის ღია ტიპის დაწესებულებები, სახალხო დამცველისადმი მომართვიანობა არის მკვეთრად დაბალი, განსხვავებით იმ დაწესებულებებისაგან, რომელიც დახურულია და სადაც ნაკლებადაა ასეთი ტიპის გავლენები,"- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

rustavi2

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
ოსოხპშკ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930