გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გახარია: ქართული ჯარის წინაშე ყველამ ბოდიში უნდა მოვიხადოთ

11-12-2019

„ჩვენ, ყველამ ბოდიში უნდა მოვიხადოთ ქართული ჯარის წინაშე. ასევე ქედი უნდა მოვიხაროთ მათი გმირობის წინაშე“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ქართული ჯარის ბრძოლისუნარიანობა და ეფექტურობა ყოველდღიურად იზრდება.

„ბაგრამის საავიაციო ბაზაზე მომხდარის შემდეგ, ქართულმა ჯარმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მისი ბრძოლისუნარიანობა და ეფექტურობა ყოველდღიურად იზრდება. როდესაც ტერორისტები ბაგრამის საავიაციო ბაზას თავს დაესხნენ, იქ 500-ზე მეტი ქართველი ჯარისკაცია წარმოდგენილი, ისინი ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად ტერორიზმის წინააღმდეგ მხარდამხარ იბრძოდნენ. სამწუხაროდ, 5 დაჭრილი ჯარისკაცი გვყავს. მინდა ქართულ ჯარს ჯანმრთელობა და ბევრი გამარჯვება ვუსურვო“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

pia

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031