გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
"საბოლოო გადაწყვეტილებას კანდიდატებთან დაკავშირებით მიიღებს პლენარული სხდომა" - ანრი ოხანაშვილი

12-12-2019

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის განცხადებით,  მთავარი ამოცანა იყო, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების კენჭისყრის პროცესი მაქსიმალურად გახსნილად და გამჭვირვალედ წარმართულიყო.

ოხანაშვილის თქმით, შესაბამისი საფუძლებით, კანდიდატებიდან 14 პირს გაეწია რეკომენდაცია, ხოლო 6 მათგანს არა. 

"მთლიანობაში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, საქართველოს პარალამენტის რეგლამენტის შესაბამისად, 14 კანდიდატს გაუწია რეკომენდაცია პლენარულ სხდომაზე წარდგენისთვის. მოგეხსენებათ,  სულ იყო წარმოდგენილი 20 კანდიდატი, აქედან ერთმა  პრაქტიკულად მოხსნა მისი კანდიდატურა, თუმცა რეგლამენტი ამას ამ ფორმით არ ითვალისწინებს, საჭირო იყო ამ კენჭისყრის ჩატარება. შესაბამისად, 14 კანდიდატს გაეწია რეკომენდაცია, 6 არ გაეწია რეკომენდაცია შესაბამისი საფუძვლებით.

დღეს ჩატარდება პლენარულ სხდომაზე კენჭისყრა და დადგება კანდიდატის კენჭისყრის საკითხი, სადაც საბოლოო გადაწყვეტილებას კანდიდატებთან დაკავშირებით მიიღებს პლენარული სხდომა,“ - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

იურიდიულმა კომიტეტმა რეკომენდაცია მოსამართლეობის 14 კანდიდატს გაუწია.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი შემდეგ კანდიდატებს დაუჭირა: მერაბ გაბინაშვილი - 7 ხმა, მირანდა ერემაძე - 6 ხმა, მამუკა ვასაძე - 7 ხმა, მაია ვაჩაძე - 7 ხმა, თამარ ზამბახიძე - 8 ხმა, შალვა თადუმაძე - 8 ხმა, ვლადიმერ კაკაბაძე - 6 ხმა, ლევან მიქაბერიძე - 6 ხმა, გიორგი მიქაუტაძე - 8 ხმა, ნუგზარ სხირტლაძე - 6 ხმა, ლალი ფაფიაშვილი - 7 ხმა, ნინო ქადაგიძე - 7 ხმა, ქეთევან ცინცაძე - 6 ხმა, ალექსანდრე წულაძე - 6 ხმა.

კომიტეტმა ჩააგდო და რეკომენდაცია არ გაუწია უვადო მოსამართლეობის შემდეგ კანდიდატებს: თამარ ალანია - 1 ხმა, გოჩა ჯეირანაშვილი - 1 ხმა, ლაშა ქოჩიაშვილი - 1 ხმა, ზაზა თავაძე - 0 ხმა, შოთა გეწაძე - 1, პაატა სილაგაძე - 2 ხმა.

 

rustavi2

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031