გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლანჩხუთში 19 ეკომიგრანტს სახლების შესაძენად თანხა ჩაერიცხა

12-12-2019

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში 19 ეკომიგრანტს სახლების შესაძენად თანხა ჩაერიცხა. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ საამისოდ ჯამში 475 000 ლარი გამოყო.

 

მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი მოადგილე ეკა გუჯაბიძესთან ერთად დღეს ეკა ბილინინას ოჯახში ესტუმრა და პროგრამის ფარგლებში შეძენილი სახლი დაათვალიერა.

 

- მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს მაჟორიტარ დეპუტატს, ქალბატონ ნინო წილოსანს, მუნიციპალიტეტის მერს, ბატონ ალექსანდრე სარიშვილს და ყველა იმ ადამიანს ვინც დამეხმარა. 4 წელია ქირით ვცხოვრობ და დამეთანხმებით, ორ პატარა ბავშვთან ერთად ძალიან რთულია. კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით _ განაცხადა ეკა ბილინინამ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31