გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სააკაშვილი: 2018 წელს საქართველოს ხელისუფლებაში უნდა დავბრუნდეთ

4-03-2018

"ივანიშვილი ბოლო წლებში ასეთი სუსტი არასდროს არ ყოფილა. ხალხს ის ბოლომდე სძულს, ყველა ყველაფერს მიხვდა", - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და პარტია "ახალ ძალთა მოძრაობის" ლიდერი მიხეილ სააკაშვილი ამსტერდამიდან გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში აცხადებს.


"ჩვენი ამოცანაა საქართველოს ხელისუფლებაში დაბრუნება და ჩვენ უნდა დავბრუნდეთ საქართველოს ხელისუფლებაში უკვე 2018 წელს. როგორ უნდა განვახორციელოთ ეს და ჩვენ უნდა მოვიგოთ საპრეზიდენტო არჩევნები და საპრეზიდენტო არჩევნების მოგების ფონზე ჩამოვშალოთ ივანიშვილის მთავრობა, მოვშალოთ მისი ფეოდალური საკარმიდამო.ეს სრულიად რეალისტური ამოცანაა.


ივანიშვილი ბოლო წლებში ასეთი სუსტი არასდროს არ ყოფილა. ხალხს ის ბოლომდე სძულს, ყველა ყველაფერს მიხვდა, საზოგადოების პრაქტიკულად ყველა ნაწილს აეხილა თვალი, ყველამ დაინახა განსხვავება, ყველა ხედავს, რომ ჩვენ გვაქვს პოზიტიური პროგრამა და ჩვენ ვართ ერთადერთი ძალა, ვისაც შეუძლია ქვეყნის ამ უბედურებიდან, ჭაობიდან ხელახლა ამოყვანა", - აცხადებს სააკაშვილი.




ipress.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031