გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზუგდიდში 15 წლის მოზარდი მიტოვებული შენობიდან გადავარდა

5-03-2018

ზუგდიდის რაიონის სოფელ ცაისში, ერთ-ერთი მიტოვებული შენობიდან, 7 მეტრის სიმაღლიდან, 15 წლის მოზარდი გადავარდა.
არსებული ინფორმაციით, ბავშვი დასუფთავების აქციაში მონაწილეობდა, რის შემდეგაც ახალგაზრდები შენობაში ფოტოებს იღებდნენ. შემთხვევა იმ მოაჯირის მორღვევამ გამოიწვია, რომელსაც ბავშვი ეყრდნობოდა.
ბავშვმა თავის ქალის ტრავმა მიიღო, რის გამოც სასწრაფო დახმარების მანქანამ ის ზუგდიდის საავადმყოფოში გადაიყვანა. 
ექიმების ინფორმაციით, მოზარდის ჯანმერთელობის მდგომარეობა სტაბილურია. 
საქმეზე უკვე დაწყებულია გამოძიება.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930