გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
უგულავა: ჩვენი ურთიერთობა “ქართულ ოცნებასთან” ემსგავსება ჭირვეულის მორჯულებას

16-12-2019

„ჩვენი ურთიერთობა „ქართულ ოცნებასთან“ ემსგავსება ჭირვეულის მორჯულებას. ჩვენ და დიპლომატიური კორპუსი ერთობლივად ვცდილობთ მოვარჯულოთ ეს ჭირვეული“,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგი უგულავამ ჟურნალისტებს განუცხადა.

“საერთაშორისო პარტნიორების პატივისცემის გამო, ნუ დავხურავთ იმ ფორმატს ჯერ ბოლომდე. მიუხედავად იმისა, რომ სკეპტიციზმის საფუძველი გვაქვს. ჩვენი ურთიერთობა „ქართულ ოცნებასთან“ ემსგავსება ჭირვეულის მორჯულებას. ჩვენ და დიპლომატიური კორპუსი ერთობლივად ვცდილობთ მოვარჯულოთ ეს ჭირვეული, რომელიც შეხვედრებზე პირდაპირ და დაუფარავად შეხვედრებზე ამბობს, რომ ამ მოდელით წავაგებთო. პირდაპირ თქვეს, რომ ეძებენ იმ მოდელს, რომლითაც უნდა მოიგონ. რაც შეეხება რესურსებს, მე მინდა შეგახსენოთ ბატონი მდინარაძის ერთი შეხედვით სრულიად კონტექსტიდან ამოვარდილი ბრიფინგი, სადაც ის საუბრობდა, რომ 2020-ის შემდეგ არჩევნებიც შერეული მოდელით ჩატარდესო. რასაც, ბუნებრივია, არასდროს დავთანხმდებით.”,-ამბობს უგულავა.

ipress

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031