გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ვახტანგ ყოლბაიამ აფხაზეთის ომში დაღუპული გმირების დედებს ქალთა დღესასწაული მიულოცა

5-03-2018

აფხაზეთის მთავრობაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა ვლადიმერ იმნაძემ აფხაზეთის კონფლიქტის დროს დაღუპულ მეომართა დედებს უმასპინძლეს, მათ დედისა და ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს. ვახტანგ ყოლბაიამ და ვლადიმერ იმნაძემ დედებს კიდევ ერთხელ გადაუხადეს მადლობა საქართველოს ერთიანობისთვის მათი შვილების გმირული თავდადებისთვის.
ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით მსგავსი სახის შეხვედრები ყოველწლიურად იმართება.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930