გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ოპოზიცია აქციების განახლებას ახალი წლის შემდეგ აანონსებს

23-12-2019

ოპოზიცია ქუჩის საპროტესტო აქციების განახლებას ახალი წლიდან ააანონსებს.

"ახალი საქართველოს" თავმჯდომარის გიორგი ვაშაძის თქმით, ხალხმა ხელისუფლებას მომავლის წართმევის უფლება არ უნდა მისცეს.

"ჩვენი წინააღმდეგობის მოძრაობა ეროვნულ წინააღმდეგობის მოძრაობაში გადავა, რომელიც ყველა ქალაქს, ყველა სოფელს, ყველა ოჯახს, ყველა ადამიანს მოედება. ყველა უნდა გავერთიანდეთ, იმიტომ რომ საქართველო აუცილებლად უნდა იყოს ძლიერი. საქართველოს აქვს უზარმაზარი პერსპექტივა და ეს არის "ქართული ოცნების" ჯგუფი, რაც არის ხელისუფლებაში შერჩენილი", - განუცხადა რუსთავი 2"-ს ვაშაძემ. 

ცნობისთვის, ოპოზიციის მოთხოვნა კვლავ უცვლელი რჩება საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდეს.

pia

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31