გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო იტალიის ანთროპოლოგიური კვლევის ასოციაციასთან ითანამშრომლებს

24-12-2019

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორი ზაურ ახვლედიანი და სამუზეუმო განყოფილების უფროსი ლაშა ასლანიშვილი იტალიაში, ქალაქ ვერონაში იმყოფებოდნენ.

სააგენტოს დირექტორმა ზაურ ახვლედიანმა და ჯეიმს ჯონ ფრაზერის ანთროპოლოგიური კვლევის ასოციაციის პრეზიდენტმა ალესანდრო ნორსამ (Frazer Association for Anthropological Research) ხელი მოაწერეს შეთანხმებას თანამშრომლობის შესახებ, რაც ითვალისწინებს კულტურული მემკვიდრეობის სფეროში არსებულ საკითხებზე კონსულტაციების გაწევას;

კულტურული მემკვიდრეობის სფეროში სამეცნიერო საქმიანობისათვის ყოველმხრივი ხელშეწყობის უზრუნველყოფას; მატერიალური და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის კვლევას და პოპულარიზაციას; ერთობლივი სემინარების ორგანიზებას (არქეოლოგია, არქიტექტურა, რესტავრაცია, სამუზეუმო საქმიანობა, კულტურული ანთროპოლოგია, ეთნოლოგია და სხვ.) არქეოლოგიურ-არქიტექტურული კომპლექსების (გონიო-აფსაროსი, პეტრას ციხე) განვითარების კონცეფციაზე ერთობლივი დოკუმენტაციის მომზადებას.
ვიზიტის ფარგლებში მოეწყო სხვადასხვა შეხვედრები და დაიგეგმა ერთობლივი ღონისძიებები შემდგომი თანამშრომლობის გაგრძელების მიზნით.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031