გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
რესპუბლიკის მოედანთან ტრანსპორტის მოძრაობის სქემა იცვლება

24-12-2019

მთავარი ნაძვის ხის ანთების ღონისძიების გამო, 25 დეკემბერს პირველი რესპუბლიკის მოედანთან გზის რამდენიმე მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობის სქემა შეიცვლება.

კერძოდ, 10:00 საათიდან, თაბუკაშვილის ქუჩიდან რუსთაველის გამზირისა და კოსტავას ქუჩისკენ მოძრავი ტრანსპორტი გაივლის სასტუმრო „რედისონთან“ მდებარე პანდუსს, მობრუნდება ჯავახიშვილის ქუჩაზე (ყოფ. ელბაქიძის დაღმართი), საიდანაც გზას რუსთაველის გამზირზე განაგრძობს.

18:00 საათიდან თაბუკაშვილის ქუჩიდან რუსთაველის გამზირისკენ ტრანსპორტი მესხიას ქუჩის გავლით იმოძრავებს.

დღის განმავლობაში მიკროავტობუსები N15 და N61 ანალოგიური სქემით ისარგებლებენ.

სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა ჩვეულ რეჟიმში ღონისძიებების დასრულებისთანავე აღდგება.

ტრანსპორტის უსაფრთხოდ გადაადგილებას მონიტორინგს საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები გაუწევენ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
ოსოხპშკ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930