გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბიბილოვი ექიმ გაფრინდაშვილზე: ვერ ვიტყვი, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება მკაცრია

25-12-2019

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავების საქმეზე ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა პირველი განცხადება გააკეთა.

ე.წ. პრეზიდენტის თქმით, სამწუხაროა, რომ საკითხის პოლიტიზირება ხდება.

"ვერ ვიტყვი, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება მკაცრი ან სასტიკია. პირი, რომელიც არღვევს კანონს პასუხი უნდა აგოს, მითუმეტეს თუ ამას განზრახ აკეთებს",- განაცხადა ბიბილოვმა.

9 ნოემბერს ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით საოკუპაციო ძალებმა ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილის დააკავეს.

pia

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31