გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით ოქიტაშვილი: კულტურისა და განათლების სამინისტროების გაერთიანებით ბევრი რამ გაფუჭდა

26-12-2019

კულტურის პალატის თავმჯდომარის დავით ოქიტაშვილის განცხადებით, კულტურის სფერო განათლების სამინისტროს უნდა გამოეყოს.

„კულტურის სამინისტროს განათლების სამინისტროსთან გაერთიანება არ შეიძლებოდა. მათი შეერთებით ძალიან ბევრი რამ გაფუჭდა. მსოფლიო ჩვენ კულტურით გვიცნობს, არავის საწყენად არ ვლაპარაკობ, მაგრამ სამინისტროების გაერთიანება უდიდესი შეცდომა იყო, რომელმაც გამოიწვია დეგრადაცია ძალიან ბევრი მიმართულებით და ბევრ დარგში“, - აღნიშნა დავით ოქიტაშვილმა.

შეგახსენებთ, 2018 წელს მთავრობაში სტრუქტურული ცვლილებები განხორციელდა. 13 სამინისტროს ნაცვლად დღეს 10 სამინისტრო და ერთი სახელმწიფო მინისტრის აპარატია. სტრუქტურული ცვლილებების დროს განათლების სამინისტროს კულტურისა და სპორტის უწყებები შეუერთდა. 

pia

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031