გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
იან კელი: ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მოსკოვსა და ცხინვალს გაათვისუფლონ ორი დაკავებული და ცხედარი დააბრუნონ

6-03-2018

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, იან კელის განცხადებით, არჩილ ტაუნაშვილის გარდაცვალებისა და მისი გადმოსვენების საკითხს აშშ ყურადღებით აკვირდება.

მისივე თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები მოსკოვსა და ცხინვალს დაკავებული ორი ქართველის გათავისუფლებისა და არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებისკენ მოუწოდებს.

 

„ჩვენ მხარს ვუჭერთ პრემიერისა და მისი მთავრობის ძალისხმევას ამ საკითხის გადაჭრაში. აუცილებელია, ამ საქმეზე დადგეს პასუხისმგებლობა. ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით მიმდინარე პროცესებს და მათში ჩართულიც ვართ. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მოსკოვსა და ცხინვალს გაათვისუფლონ ის ორი დაკავებული და ცხედარი დააბრუნონ“- განაცხადა კელიმ.

შეგახსენებთ, რომ არჩილ ტატუნაშვილი ცხინვალში 23 თებერვალს გარდაიცვალა. ის სხვა ორ ქართველთან ერთად 22 თებერვალს დააკავეს.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31