გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საკრებულოს დეპუტატი ლევან დავითაშვილი ვაზისუბანში, საახალწლო ღონისძიებას დაესწრო

27-12-2019

თბილისის საკრებულოს წევრი, ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ლევან დავითაშვილი, ამავე რაიონის გამგებელ კახა ლაბუჩიძესთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ვაზისუბანში გამართულ საახალწლო ღონისძიებას დაესწრო.

,,დღეს, ჩემს სამაჟორიტარო რაიონში საახალწლო განწყობა შემოვიტანეთ და ჩვენს ბავშვებთან ერთად ნაძვის ხე ავანთეთ.

ახალი წელი, წლის ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაულია, განსაკუთრებით კი ჩვენი პატარებისთვის, რომლებიც მოუთმენლად ელიან ამ დღის დადგომას.

მინდა, ყველას მივულოცო დამდეგი ახალი წელი, ვუსუროვო ჯანმრთელობა, სიკეთე და ბედნიერება”- განაცხადა ლევან დავითაშვილმა

საახალწლო ღონისძიების ფარგლებში ბავშვების ამაღლებულ განწყობაზე ზღაპრის გმირებმა იზრუნეს, ასევე გაიმართა სხვადასხვა გასართობი თამაში და ბოლოს ღონისძიება გრანდიოზული ფეივერკით დასრულდა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31