გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერი: ტატუნაშვილის გადმოსვენება კვირის ბოლოს არ უნდა გადასცდეს  

6-03-2018


საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშილის განცხადებით, არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენება, სავარაუდოდ, კვირის ბოლოს არ გადასცდება.

 

მისივე თქმით, ასევე მალე მოხდება საქართველოს ორი მოქალაქის სახლებში დაბრუნება.

 

ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

 

„ჩვენი მეგობრები, რომლებიც ჩართულნი არიან ამ კომუნიკაციაში, გვიდასტურებენ, რომ კვირის ბოლოს არ უნდა გადასცდეს არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენება. სავარაუდოდ, ასევე მალე მოხდება ჩვენი იმ ორი თანამოქალაქის დაბრუნება სახლებში, რომლებიც ადმინისტრაციული საზღვრის მიღმა იმყოფებიან. არჩილ ტატუნაშვილის გადმოსვენებასთან დაკავშირებით შეფასებებს აღარ გავაკეთებ, ამაზე ბევრი საუბარი იყო“- განაცხადა პრემიერმა.

 

შეგახსენებთ, რომ არჩილ ტატუნაშვილი ცხინვალში 23 თებერვალს გარდაიცვალა. ის სხვა ორ ქართველთან ერთად 22 თებერვალს დააკავეს. 

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31