გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა წოწერია: ყველას ვთხოვ თავი შეიკავოს არასწორი ინფორმაციების გავრცელებისგან

29-12-2019

ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე, მამუკა წოწერია თხოვნით მიმართავს ყველას, თავი შეიკაონ არასწორი ინფორმაციის გავრცელებისგან.

"ძალიან ცუდი, სამწუხარო ფაქტი მოხდა სოფელ შამგონაში. იპოვეს გარდაცვლილი ახალგაზრდა ქალი, რომელმაც სავარაუდოდ ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

აღნიშნული ფაქტი მომხდარია ჩვენი მაჟორიტარის, ზაზა ხუბუას სახლის ეზოში მდებარე საქონლის სადგომში, რომელიც გარდაცვლილის და ჩვენი მაჟორიტარი დეპუტატის სახლებს შორის მდებარეობს - გარდაცვლილი ზაზა ხუბუას მეზობელია.

ავრცელებენ, თითქოს ეს ფაქტი ხუბუას სახლში მოხდა, რაც არასწორი ინფორმაციაა.

სინამდვილეში ამ ფაქტთან ზაზა ხუბუას არანაირი შეხება არ ქონია.

დარწმუნებული ვარ გამოძებისგან კიდევ უფრო დეტალურ ინფორმაციას მივიღებთ, მანამდე კი ყველას ვთხოვ თავი შეიკავოს არასწორი ინფორმაციების გავრცელებისგან"-წერს მამუკა წოწერია სოციალურ ქსელში..

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
ოსოხპშკ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930