გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
რესპუბლიკის მოედანთან დღეს ტრანსპორტის მოძრაობის სქემა იცვლება

31-12-2019

სადღესასწაულო ღონისძიების გამო, 22:00 საათიდან პირველი რესპუბლიკის მოედანთან გზის რამდენიმე მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობის სქემა შეიცვლება.

კონკრეტულად, თაბუკაშვილის ქუჩიდან რუსთაველის გამზირისა და კოსტავას ქუჩისკენ მოძრავი ტრანსპორტი გაივლის სასტუმრო „რედისონთან“ მდებარე პანდუსს, მობრუნდება ჯავახიშვილის ქუჩაზე (ყოფ. ელბაქიძის დაღმართი), საიდანაც გზას რუსთაველის გამზირზე განაგრძობს.

სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა ჩვეულ რეჟიმში ღონისძიებების დასრულებისთანავე აღდგება. ტრანსპორტის უსაფრთხოდ გადაადგილებას მონიტორინგს საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები გაუწევენ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31