გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საშობაო მსვლელობასთან დაკავშირებით თბილისის ცენტრალურ ქუჩაზე მოძრაობა შეიზღუდება

6-01-2020

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით,  7 იანვარს, შობის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, დაგეგმილია ტრადიციული საშობაო საზეიმო მსვლელობა ,,ალილო“, რის გამოც თბილისში, 14:00 საათიდან, ტრანსპორტის გადაადგილება დროებით შეიზღუდება პირველი რესპუბლიკის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე.

ასევე, რუსთაველის გამზირზე, პუშკინის ქუჩაზე, ბარათაშვილის აღმართზე, ავლაბრის მოედანზე, მესხიშვილის, გონაშვილის, კოტე აფხაზის, შალვა დადიანისა და სამრეკლოს ქუჩებზე.

ალტერნატიულ მარშრუტებზე ავტომანქანების გადაადგილებას საპატრულო პოლიციის თანამშრომლები დაარეგულირებენ.

მოძრაობა საშობაო ალილოს დასრულებისთანავე აღდგება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930