გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირანში ჩამოვარდნილი უკრაინული თვითმფრინავიდან ვერც ერთი მგზავრის გადარჩენა ვერ მოხერხდა

8-01-2020

ირანში ჩამოვარდნილი „უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების“ კუთვნილი Boeing 737-ის ყველა მგზავრი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას Sky News-ი ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.


ლაინერმა, რომელიც რეისს კიევის მიმართულებით ასრულებდა, კატასტროფა თეირანის აეროპორტიდან აფრენის შემდეგ მალე განიცადა. როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, ბორტზე 180 მგზავრი და ეკიპაჟის 9 წევრი იყო.


წინასწარი ვერსიით, ავიაკატასტროფის მიზეზად ტექნიკური პრობლემა სახელდება. თვითმფრინავის ჩამოვარდნის შემდეგ ხანძარი გაჩნდა.


თვითმფრინავი ხომეინის აეროპორტიდან აფრენიდან მალევე ჩამოვარდა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31