გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველოს პრეზიდენტი უკრაინული თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს

8-01-2020

საქართველოს პრეზიდენტი უკრაინული თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს თანაგრძნობას უცხადებს. სალომე ზურაბიშვილმა სამძიმარი tvitter-ზე დაწერა და დაღუპულთა გამო ღრმა მწუხარება გამოთქვა.

„სიტყვები ვერ გადმოსცემს უკრაინის ავიახაზების ავიაკატასტროფას, წარმოუდგენელი კატასტროფაა. ჩემი ღრმა მწუხარება დაღუპულთა ოჯახის წევრებს და მეგობრებს“, -  წერს სალომე ზურაბიშვილი.

ავიაკატასტროფას თეირანის აეროპორტთან 180 მგზავრი ემსხვერპლა. ჩამოვარდნილი უკრაინული თვითმფრინავის ბორტზე მყოფი ყველა მგზავრი დაღუპულია. უკრაინის ავიახაზების კუთვნილი "ბოინგ 737" რეისს კიევის მიმართულებით ასრულებდა.

თვითმფრინავი აფრენიდან ორ წუთში ჩამოვარდა, რის შემდეგაც ხომალდს ცეცხლი გაუჩნდა. ამ ეტაპზე მიზეზად ტექნიკური გაუმართაობა სახელდება.

რომელი ქვეყნის მოქალაქეები იმყოფებოდნენ ბორტზე, ჯერჯერობით უცნობია.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031