გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„საპატრიარქო და ხელისუფლება ერთად დგანან მის წინააღმდეგ“ - მღვდელ-მონაზონი ანდრია სარია დეკანოზ გიორგი მამალაძეზე

9-01-2020

მღვდელ-მონაზონმა, ანდრია სარიამ მსჯავრდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეზე საუბრისას განაცხადა, რომ საპატრიარქო და ხელისუფლება ერთად დგანან დეკანოზის წინააღმდეგ, ორივე ცდილობს, სულით გატყდეს და სხეულით დაზიანდეს.


მღვდელ-მონაზონი დეკანოზ გიორგი მამალაძის საზიარებლად სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია მისული.


„საპატრიარქო და ხელისუფლება ერთად დგანან მის წინააღმდეგ. როდესაც ქრისტე ჯვარს აცვეს, სადუკევლები და ფარისევლები გაერთიანდნენ; ზუსტად მამა გიორგი მამალაძის წინააღმდეგ გაერთიანებულია ორი ასე ვთქვათ, სადამსჯელო ორგანიზაცია, ორივე ცდილობს, რომ იგი სულით გატყდეს და სხეულით დაზიანდეს, ორივე ინსტიტუტი, ასე ვთქვათ, მისი მორალური და სხეულებრივი დაზიანებისთვისაა მობილიზებული“, - განაცხადა მღვდელ-მონაზონმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031