გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მაინის ფრანკფურტში საქართველოს გენერალურმა კონსულმა გერმანიის ფედერალური მიწის ჰესენის იუსტიციის მინისტრის მოადგილესთან შეხვედრა გამართა

13-01-2020

ქალაქ მაინის ფრანკფურტში საქართველოს გენერალურმა კონსულმა, ლევან დიასამიძემ შეხვედრა გამართა გერმანიის ფედერალური მიწის ჰესენის იუსტიციის მინისტრის მოადგილესთან, თომას მეცთან.

შეხვედრაზე განხილული იქნა ქართულ-გერმანული თანამშრომლობის საკითხები, საქართველოს მიერ ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში მიღწეული წარმატებები და ქვეყანაში მიმდინარე რეფორმები, ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული სიტუაცია და ბოლო პერიოდში საოკუპაციო ხაზზე განვითარებული მოვლენები.

შეხვედრის დასასრულს აღინიშნა, რომ გერმანული მხარე განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ქართული მხარის ინიციატივას ფედერალურ მიწებთან თანამშრონლობის გააქტიურებუს შესახებ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031