გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ქართველი წყალბურთელების ისტორიული გამარჯვება!

14-01-2020

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ისტორიული გამარჯვება მოიპოვა! ჩვენმა გუნდმა საფრანგეთის ნაკრები 9:7 დაამარცხა და ევროპირველობის ისტორიაში პირველად გაიმარჯვა ჯგუფური ეტაპის მატჩში. 16 იანვარს, საქართველოს ნაკრები საბერძნეთს დაუპირისპირდება. შეხვედრა 19:00 საათზე დაიწყება.

2020 წლის ევროპის ჩემპიონატს უნგრეთის დედაქალაქი ბუდაპეშტი მასპინძლობს. ჩემპიონატში მონაწილეობას კონტინენტის 16 საუკეთესო გუნდი იღებს. საქართველოს ნაკრები ევროპირველობაზე მეოთხედ ასპარეზობს. საფრანგეთთან გამარჯვებით, რევაზ ჩომახიძის გუნდი ახლოსაა ისტორიაში საუკეთესო შედეგის დაფიქსირებასთან.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930