გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
ოკუპირებულ ახალგორში მედიკამენტებისა და სურსათის დეფიციტია

15-01-2020

ოკუპირებულ ახალგორში უკვე ოთხი თვეა საქართველოს 1500-მდე მოქალაქეს თავისუფლად გადაადგილება ეზღუდება. შექმნილია მედიკამენტების და სურსათის დეფიციტი.


გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა ვრცელდება იმ ადამიანებზეც, რომლებსაც ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო თბილისში გადაყვანა ესაჭიროებათ. ყველაფერი კი ხუთ სექტემბერს დაიწყო, მას შემდეგ, რაც დეფაქტო რეჟიმის ულტიმატუმი ჩორჩანასთან ქართული საპოლიციო საგუშაგოს აღებაზე, არ დაკმაყოფილდა, ახალგორში გადასასვლელი გზა ჩაკეტეს.


მას შემდეგ მუნიციპალიტეტში მედიკამენტები და სურსათი რუსეთიდან შეაქვთ, რამაც ფასები თითქმის გაახუთმაგა. მოსახლეობის დიდ ნაწილს კი ამ თანხის გადახდის შესაძლებლობა არ აქვს.


https://imedinews.ge/ge/saqartvelo/125594/okupirebul-akhalgorshi-medikamentebisa-da-sursatis-depitsitia

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031