გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცესი კონგრესის ზედა პალატაში მომავალი კვირიდან დაიწყება

16-01-2020

ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის საქმის სენატში გადაცემას მხარი დაუჭირა. იანფორმციას Reuters-ი ავრცელებს.

წარმომადგენელთა პალატამ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურის ფარგლებში საბრალდებო დასკვნა სენატს უკვე გადასცა.

Reuters-ის ინფორმციით, წარმომადგენელთა პალატაში გამართული კენჭისყრისას, საქმის სენატისთვის გადაცემის გადაწყვეტილებას 228 კანონმდებელმა მისცა ხმა, 193 კონგრესმენი წინააღმდეგი იყო.

დონალდ ტრამპის წინააღმდეგ წაყენებულია ორი ბრალდება: ძალაუფლების ბოროტად გამოყენება და კონგრესში მიმდინარე გამოძიებისთვის ხელის შეშლა.

კონგრესის ზედა პალატაში იმპიჩმენტის პროცესი მომავალი კვირიდან დაიწყება.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031