გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„ყველა ინციდენტში მონაწილის მშობელს და თავად მონაწილეებს და დამნაშავეებს ვინც სიმართლე დამალა, გულით ვუსამძიმრებ" - ზაზა სარალიძე

22-01-2020

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს , რომ მისთვის დამნაშავეები, მათი ოჯახები და ის ადამაინები, ვინც სიმართლე დამალა უფრო დაზარალებულები არიან, ვიდრე მისი ოჯახი.

„2017 წლის 1 დეკემბრიდან მოყოლებული მუდამ ვფიქრობდი თუ რას ნიშნავდა დაზარალებულის სტატუსი ჩემთვის.
ბოდიშს გიხდით გულახდილობისთვის მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება.
ყველა ინციდენტში მონაწილის მშობელს და თავად მონაწილეებს და დამნაშავეებს ვინც სიმართლე დამალა, გულით ვუსამძიმრებ.
თქვენ ჩემთვის გაცილებით მეტი დაზარალებულები ხართ ვიდრე ჩემი ოჯახი.
ღმერთმა დაგლოცოთ და შეგაძლებინოთ ამ ტვირთის ტარება.“ , - წერს სოციალურ ქსელში ზაზა სარალიძე.

დღეს ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულ გ.ჯ.-ს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31