გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„ეს არის საჯარო სივრცის უპრეცედენტო ოკუპაცია“ - ანა დოლიძე პარლამენტის წინ მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები

22-01-2020

იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ პარლამენტის წინ აღმართულ მწვანე ღობესთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. მისი თქმით, მსგავსი ქმედება ქართველ საზოგადოებას საბჭოთა დროის ხელისუფლებიდან არ ახსოვს.


„ეს არის საჯარო სივრცის უპრეცედენტო ოკუპაცია. ასეთი ქმედება საბჭოთა დროის ხელისუფლებიდან არ გვახსოვს. საკუთარი თავის თვითჩახერგვა, რაც ხელისუფლებამ გააკეთა მართლა არ ახსოვს საქართველოს ისტორიას. არ მიკვირს ამათგან იმიტომ, რომ ესენი არც ისტორიას არ კითხულობენ და ზოგადად რას კითხულობენ არ ვიცი,“ - განაცხადა ანა დოლიძემ.


თბილისის მერმა დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ პარლამენტის წინ სარეაბილიტაციო სამუშაოები დღეს დაიწყო.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930