გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„კალაძის შნირები ხართ“-გიგი უგულავა საკრებულოში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება

24-01-2020

პარტია „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა თბილისის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატის , ლევან ხაბეიშვილის ცემის ფაქტს ეხმაურება.

უგულავას თქმით, ყველა, ვინც ხაბეიშვილის ცემაში მონაწილეობდა, ნაგავი და არ შემდგარი ქუჩის ბიჭია.

„მინდა ვუთხრა მათ, ვინც მონაწილეობდა ხაბეიშვილის ცემაში - თქვენ არ ხართ საკრებულოს დეპუტატები, თქვენ ხართ ჩვეულებრივი ნაგავი.

ნაგავი, რომელიც არჩევნებზე უნდა გავიტანოთ საკრებულოდან და ეს ნაგავი რაც უფრო დიდხანს დარჩება, მით უფრო აყროლდება.

ფურთხის ღირსია თითოეული ის ტურა, ვინც ათი ერთზე ჩხუბობს. არ გესმით რა არის დეპუტატი. ჩვეულებრივი არშემდგარი ქუჩის ბიჭები ხართ, რამდენიმე თქვენგანი კი კალაძის შნირი ბრძანდებით“- განაცხადა გიგი უგულავამ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
ოსოხპშკ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930